საქართველო-სომხეთის გამარტივებული მიმოსვლა
საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს ორ ქვეყანას შორის მოგზაურობა უკვე მხოლოდ ბიომეტრიული პირადობის მოწმობით შეუძლიათ. „მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება ძალაშია. შეთანხმებით სარგებლობა საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გავლით არის შესაძლებელი. ცნობისთვის, შეთანხმებას საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში 2023 წლის 12 იანვარს მოაწერეს ხელი.
