საქართველო 5:0 სომხეთი
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებში ახალი მთავარი მწვრთნელის, ირის ანტმანის დებიუტი წარმატებული გამოდგა. ჩვენი ქვეყნის გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში სომხეთის ნაკრებს შეხვდა და 5:0 გაიმარჯვა. პირველ ტაიმში გოლები თინათინ ამბალიამ, ნათია დანელიამ და ხატია ჭყონიამ გაიტანეს, ხოლო მეორე ნახევარში ანგარიში უფრო სოლიდური თეონა ბაქრაძემ და ნინო პასიკაშვილმა გახადეს. ქართველი ფეხბურთელები სომხეთის ნაკრებთან კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს 16 ივლისს ჩაატარებენ.