კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი
კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართულმა გუნდებმა შეხვედრები ჩაატარეს. „დინამო ბათუმი“ ალბანეთში „ტირანას“ შეხვდა და ფრე 1:1 ითამაშა. აჭარის გუნდი 67-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონის გოლით დაწინაურდა. ბათუმელები მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთამდე იგებდნენ, მაგრამ არდიტ ჰილას გოლით მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს. ფრედ დასრულდა ქუთაისის „ტორპედოსა“ და „სარაევოს“ შეხვედრაც. სტივ კინის გუნდი 43-ე წუთზე გოლით ნიკა სანდოხაძემ დააწინაურა და მასპინძლებმა ტაიმი მოიგეს. თუმცა, მეორე ნახევრის საწყის 7 წუთში 3 გოლი გავიდა. სტუმრებმა რენან ოლივეირას გოლით ანგარიში გაათანაბრეს, რასაც ერთ წუთში ირაკლი ბუღრიძემ უპასუხა, საბოლოო შედეგი კი დალ ვარეშანოვიჩმა დააფიქსირა. გორის „დილამ“ კი „დუნაისკლა სტრედასთან“ 1:2 წააგო. კონფერენს ლიგის საპასუხო შეხვედრები 20 ივლისს გაიმართება.
