პუტინმა დასავლეთს პირობა წაუყენა
უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე მოსკოვის პოზიცია რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება საფრთხეს შეუქმნის რუსეთის ფედერაციას და არ გაზრდის თავად უკრაინის უსაფრთხოებას. მან დასძინა, რომ ამაში კარგს ვერაფერს ხედავს. პუტინის თქმით, უკრაინას აქვს უფლება უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება, მაგრამ ამან არ უნდა გააუარესოს სხვა ქვეყნების უსაფრთხოება. საგანგებო განცხადებისას კრემლის ლიდერი მარცვლეულის შეთნხმების საკითხსაც შეეხო და მის გასაგრძელებლად დასავლეთს პირობა წამოუყენა.
