მოგზაურობა პირადობის მოწმობით
პირადობის მოწმობის გამოყენებით საქართველოსა და სომხეთს შორის გადაადგილება შესანიშნავი შესაძლებლობაა ორი მეგობარი ერისთვის, რომ უპრობლემოდ შეძლონ მოგზაურობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, ახალი სისტემა უფრო მეტ თავისუფლებას მიანიჭებს მოქალაქეებს.
