საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს ორ ქვეყანას შორის მოგზაურობა უკვე მხოლოდ ბიომეტრიული პირადობის მოწმობით შეუძლიათ
საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს ორ ქვეყანას შორის მოგზაურობა უკვე მხოლოდ ბიომეტრიული პირადობის მოწმობით შეუძლიათ. „მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება ძალაშია. შეთანხმებით სარგებლობა საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გავლით არის შესაძლებელი. ცნობისთვის, შეთანხმებას საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში 2023 წლის 12 იანვარს მოაწერეს ხელი.
