რუსეთის დაზვერვის ხელმძღვანელი, არშემდგარი ამბოხის შემდეგ, ამერიკელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა
რუსეთის დაზვერვის ხელმძღვანელი, არშემდგარი ამბოხის შემდეგ, ამერიკელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას თავად სერგეი ნარიშკინი ადასტურებს. რუსულ მედიასთან მან აღნიშნა, რომ შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ხელმძღვანელმა უილიამ ბერნსმა, მას პრიგოჟინის ამბოხის შესახებ ჰკითხა, თუმცა თითქმის ერთსაათიანი საუბრის მთავარი თემა, უკრაინა იყო.
