კლინიკა “ვივა მედში” ქართველი ექიმების მიერ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის ტაქტიკა და ჩატარებული კვლევები პოლონელმა ექიმებმა მოიწონეს
კლინიკა “ვივა მედში” ქართველი ექიმების მიერ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის ტაქტიკა და ჩატარებული კვლევები პოლონელმა ექიმებმა მოიწონეს. პატიმარის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და უცხოელი ექიმების ვიზიტზე „ვივამედის“ კლინიკური დირექტორმა მედიასთან ისაუბრა. როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, პოლონელ ექიმებთან კოლეგიალური შეხვედრა შედგა.
