ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე თავისუფალმა თეატრმა სპექტაკლი “სამანიშვილის დედინაცვალი’’ წარადგინა
ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე თავისუფალმა თეატრმა სპექტაკლი “სამანიშვილის დედინაცვალი’’ წარადგინა. დავით კლდიაშვილის ცნობილი ნაწარმოები თანამედროვე ინტერპრეტაციით, გიორგი მარგველაშვილმა დადგა. ღონისძიებას კულტურის მინისტრი დაესწრო. ფესტივალი გურიაში მე- 8 დღეა მიმდინარეობს და უკვე 21 სპექტაკლს უმასპინძლა.
