განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან სამუშაო შეხვედრა გამართა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა ქართულ-გერმანული ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.
