რუსეთის დელეგაციამ ჟენევის 58-ე რაუნდიც ვადაზე ადრე დატოვა
რუსეთის დელეგაციამ ჟენევის 58-ე რაუნდიც ვადაზე ადრე დატოვა. მოსკოვის პროტესტს ქართული მხარის პრინციპული პოზიცია იწვევს. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია განმარტავს, რომ როგორც კი დევნილთა დაბრუნების საკითხი დგება დღის წესრიგში, რუსეთის დელეგაცია მოლაპარაკებათა მაგიდას ტოვებს.
