საკანონმდებლო ორგანოში თავდაცვის კოდექსი მეორე მოსმენით განიხილეს
„თავდაცვის კოდექსის“ პროექტზე დეპუტატები ექვსი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ. ოპოზიცია ცვლილებების წინააღმდეგია. მათთვის სამხედრო სამსახურში გაწვევის პრინციპია მიუღებელი. კითხვები ისმოდა კოდექსის ამოქმედების ვადასთან დაკავშირებითაც. განხილვის შემდეგ, ტრადიციულად, პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ მეორე მოსმენით კანონს მხარს არ დაუჭერს.
