უძრავი ქონებისა და ტურიზმის ფორუმი
ბათუმში „ფიაბსი“ უძრავი ქონების და ტურიზმის ფორუმი გაიხსნა. ფორუმი მაიამიში გამართული უძრავი ქონების მსოფლიო კონგრესის და მსოფლიო ოსკარად წოდებული უძრავი ქონების დაჯილდოების ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს, რომელშიც მონაწილეობენ დაჯილდოების გამარჯვებული წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები, ასევე არქიტექტორები, ურბანისტები, ინვესტორები. ფორუმის წევრებს სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.