მამა 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს
ბათუმში მამა 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებული საპატიმროდან რამდენიმე თვის წინ გამოვიდა, მოზარდი კი ბებიის მეურვეობის ქვეშ ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით შემზარავი ფაქტის შესახებ მოზარდმა მეგობარს უამბო, რომელმაც საგამოძიებო ორგანოს მიმართა.
