საპროტესტო აქციები თელავივში
თელ-ავივში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელს მოუწოდებს, პატივი სცეს შეკრების თავისუფლებას. თეთრი სახლის განმარტებით, ისრაელში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დებატები მიმდინარეობს. ასეთი დისკუსია კი დემოკრატიის ჯანსაღი ნაწილია. 11 ივლისს საპროტესტო აქციების მორიგი ტალღა ქნესეთის მიერ სასამართლო რეფორმის პირველი მოსმენით დამტკიცებას მოჰყვა. აქციები ისრაელის დიდ ქალაქებში გაიმართა. სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებაც მოხდა. პოლიციამ არეულობების დროს ათობით ადამიანი დააკავა.
