კახა კალაძემ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა
წუთიერი დუმილით დაიწყო თბილისის მთავრობის სხდომა. დედაქალაქის მერმა წყნეთში გარდაცვლილი მოზარდის, დათუნა ჟღენტის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. კახა კალაძის განცხადებით, ელექტროენერგიის ნებისმიერი თვითნებური და კუსტარული მიერთება კანონდარღვევაა. მისი თქმით, ე.წ. ფანჩატურში ელექტროხაზის მიერთებაზე მუნიციპალიტეტის მხრიდან ნებართვა გაცემული არ იყო. კახა კალაძე ამობს, რომ ტრაგედიის ფონზე, პოლიტიკური სპეკულაცია უხერხულია. მან მოუწოდა მედიას, რომ არ შეუწყონ ხელი დეზინფორმაციის გავრცელებას.
