რიგგარეშე სხდომაზე გრძელდება თავდაცვის კოდექსის მეორე მოსმენით განხილვა
ოპოზიციის ნაწილი ისევ ცდილობს დროის გაჭიანურებას და თითოეულ პუნქტზე, ტერმინოლოგიურ ცვლილებაზეც კი კითხვის დასმის უფლებით სარგებლობს. თავდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, კოდექსი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და სამხედროებისთვის სოციალური გარანტიების დაწესებას ითვალისწინებს. ცვლილებები შეთანხმებულია ნატოსთან.
