დღეს თბილისის „დინამო“ უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას გამართავს
საქართველოს ჩემპიონი ყაზახეთში ადგილობრივ „ასტანას“ შეხვდება. ტრავმის გამო „დინამოს“ ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი ვერ დაეხმარება. მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ თბილისის გუნდმა ორი აფრიკელი ფეხბურთელი მუსა სანგარე და იოზეფ იენჯოკი დაიმატა და მათი დებიუტი შესაძლოა ყაზახებთან შეხვედრაში შედგეს. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
