ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატი საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო
ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ქართველმა ფრენბურთელებმა სერბეთის ძლიერი გუნდი ხუთ სეტში 3-2 დაამარცხეს. გამარჯვებულებს შორის საუკეთესო იყო ორი ფრენბურთელი მაგდა კობაიძე და მელანია კაციტაძე - თითოეულმა მათგანმა 18 ქულა დააგროვა. მეორე ტურში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ბულგარელებს შეხვდება. თამაში დღეს, თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.
