სტიქია ვერმონტში
გადაუღებელი წვიმით გამოწვეულმა წყალდიდობამ ვერმონტის შტატში წყალსადენის დამბის ნგრევის საფრთხე შექმნა. განსაკურებით სახიფათო ვითარებაა ქალაქ მონპილიეში, საიდანაც მოსახლეობა ნავებით გამოჰყავთ. წყალმა დაფარა გზები. დატბორილია სახლების უმეტესობა. გადაიდო ან გაუქმდა ათასზე მეტი ავიარეისი. ლიანდაგების დატბორვის გამო შეჩერებულია სამგზავრო მატარებლების მოძრაობა ვერმონტის შტატსა და ნიუ-იორკს შორის.
