ბრიტანეთის 65-მილიონიანი დახმარების პაკეტი უკრაინას
სააგენტო „როიტერი“ ბრიტანეთის მთავრობაზე დაყრდნობით წერს რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას, სამხედრო ტექნიკის შესაკეთებლად და სამხედრო-სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად, 65 მილიონ დოლარიანი დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. წერია ისიც რომ დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოები უკრაინისთვის საბრძოლო მასალისა და „ჩელენჯერ-2-ის“ 70 სამხედრო მანქანის მიწოდებასაც განიხილავენ.
