ვითარება უკრაინაში
კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფრომაციით, ოკუპანტებმა კიევის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვეს. საჰაერო იერიში ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, თუმცა უკრაინამ ყველა დრონი გაანადგურა. სარაკეტო იერიში მიიტანეს სუმის ოლქზეც. საოლქო ადმინისტრაციის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი სამოქალაქო ობიექტებს გაუხსნეს. ოლქში 225-მდე აფეთქება მოხდა.
