NATO-ს კომუნიკე საქართველოზე
ნატოს სამიტის კომუნიკეში ჩაიწერა რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და ნატო ადასტურებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას. დოკუმენტში წერია, რომ წინსვლისთვის საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს, მათ შორის საკვანძო დემოკრატიულ რეფორმებში და წლიური ეროვნული პროგრამა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.
