ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდის ფარგლებში ტექნიკური დისკუსია მიმდინარეობს
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდის ფარგლებში ტექნიკური დისკუსია მიმდინარეობს, უშუალოდ 58-ე რაუნდი კი ხვალ გაიმერთება. დისკუსიის მთავარი თემა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხებია, რაც უკავშირდება რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობას და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
