ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაგეგმილზე 3 საათით ადრე გაიხსნა და რეისებს ჩვეულ რეჟიმში იღებს
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაგეგმილზე 3 საათით ადრე გაიხსნა და რეისებს ჩვეულ რეჟიმში იღებს. აეროპორტის ოპერირების დროებით შეჩერება, უხვმა ნალექმა და გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია. აეროპორტის ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი და ადგილზე სწავლობს შექმნილ ვითარებას.
