ერდოღანის ულტიმატუმი ევროპას
რეჯეფ თაიფ ერდოღანის ულტიმატუმი ევროპას. თუკი შვედეთს ნატოში გაწევრიანება სურს, მაშინ ევროკავშირმა ჯერ თურქეთის ევროპულ ბლოკში შესვლას უნდა გაუღოს კარი. თურქეთის პრეზიდენტმა განცხადება ვილნიუსში გამგზავრებამდე გააკეთა. ოფიციალური ანკარა ერთადერთია ალიანსში, ვინც შვედეთის გაწევრიანებას არ უჭერს მხარს.
