სასამართლომ ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 ადამიანის მიმართ გადაწყვეტილება მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 ადამიანის მიმართ გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლემ მხოლოდ ერთი, შემდუღებელი, ვალერი გობეჯიშვილი გაამართლა, დანარჩენების მიმართ კი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მათ შორისაა გრინ-სერვის პლუსის დირექტორი და მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.
