ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვის მკურნალობას სახელმწიფო დაფინანსებს
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვის მკურნალობას სახელმწიფო დაფინანსებს. სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში, სახელმწიფოს პრიორიტეტია. საქართველოს, ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის კლინიკებს შორის არჩევანს თავად მშობლები გააკეთებენ. საკითხი მთავრობის სხდომაზე განიხილეს. ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები თვის ბოლომდე გაფორმდება.
სიუჟეტის ავტორი: ნინო ჩუბინიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
