ერთი დღე NATO-ს სამიტამდე
განწყობა, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გზავნილიდან იკითხება, ვილნიუსშიც იგრძნობა. სამიტზე ჩვენს ქვეყანას პირველი დიპლომატი წარმოადგენს. საქართველოსთან ერთად გადაწყვეტილებას ელის უკრაინა. წლევანდელ შეკრებას ალიანსის მომავალი უსაფრთხოებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ლიდერები თანხმდებიან, რომ ქვეყნები, რომელთაც რუსეთისგან საფრთხე ემუქრებათ, ძლიერ მხარდაჭერას იმსახურებენ. ამ მონაცემებით უკრაინის გაწევრიანების შესახებ კონსენსუსი არ არსებობს, თუმცა არის დისკუსია მაპის ვალდებულების გაუქმების შესახებ. რამდენად რეალურია ეს წინადადება და საქართველო რას ელის სამიტის დეკლარაციიდან?
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
