თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 ადამიანის მიმართ გადაწყვეტილება მიიღო
მოსამართლემ მხოლოდ ერთი, შემდუღებელი, ვალერი გობეჯიშვილი გაამართლა დანარჩენების მიმართ კი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მათ სასჯელი, 3-დან 6 წლამდე პატიმრობა განესაზღვრათ. მათ შორის „გრინსერვის პლუსის“ დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს ექვსი წელი, ხოლო მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს გიორგი ვახტანგაშვილს სამი წელი.
