ნატო-ს სამიტში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია
ვილნიუსში, ნატოს სამიტში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია. მას საგარეო საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობს. ილია დარჩიაშვილი დაესწრება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეხვედრას. განიხილავენ რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხებს. სამიტზე მიიღებენ დასკვნით დეკლარაციას, რომელშიც ასახული იქნება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და პერსპექტივები.
