სასკოლო კვირეული „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ დასრულდა
კონკურსის გამარჯვებულები განათლების მინისტრმა დააჯილდოვა. გიორგი ამილახვარმა მათ დიპლომები და ფულადი პრიზები გადასცა. 445 საკონკურსო ნამუშევრიდან, ჟიურიმ სულ 13 გამარჯვებული სკოლა გამოავლინა. პირველი ადგილი აფხაზეთის პირველმა საჯარო სკოლამ მოიპოვა, მეორეზე თბილისის 149-ე საჯარო სკოლა გავიდა, ხოლო მესამე ადგილი სკოლამ ლომისმა დაიკავა. საპრიზო ადგილების გარდა, სხვადასხვა ნომინაციიაში, გამარჯვებული კიდევ 10 სკოლა გახდა.
