შვედეთისა და თურქეთის პირველი პირები ერთმანეთს შეხვდებიან
ვილნიუსის სამიტამდე, შვედეთისა და თურქეთის პირველი პირები ერთმანეთს შეხვდებიან. თურქეთის პრეზიდენტის და შვედეთის პრემიერ-მინისტრის აუდიენციის მიზანი, შვედეთის ალიანსში გაწევრიანებაზე არსებული დიპლომატიური ჩიხის დაძლევაა. ოფიციალური ანკარა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. თურქეთში აცხადებენ, რომ შევედეთს ქურთისტანის მუშათა პარტიის წარმომადგენლები აფარებენ თავს, აღნიშნული გაერთიანება კი თურქეთში ტეროტისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული. ანკარა სტოკჰოლმისგან მათ გადაცემას ითხოვს.
