თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები სხვადასხვა შეღავათით ისარგებლებენ
თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები სხვადასხვა შეღავათით ისარგებლებენ. სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ინიციატივით, თავდაცვის უწყებასთან თანამშრომლობის სურვილი სამკურნალო, სასწავლო, გასართობ, სპორტულ-გამაჯანსაღებელ და კულტურულ-შემეცნებით სფეროებში მომუშავე ორგანიზაციებმა გამოთქვეს. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუბუნაურმა პარტნიორ ორგანიზაციებს ქართული ჯარის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მოლაპარაკებები სხვადასხვა კომპანიასთან მომავალშიც გაგრძელდება.
