„აწარმოე საქართველოში”
სააგენტომ „აწარმოე საქართველოში” ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიში წარმოადგინა. წლიური ანგარიში სააგენტოს საშუალებას აძლევს ეფექტიანად შეაფასოს თავისი როლი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის კუთხით. სააგენტო ახალი პროგრამებიც დააანონსა, რომელთა მიზანია სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, ქართული ნაწარმის ექსპორტის ხელშეწყობა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.
