შალვა პაპუაშვილის ღია წერილი
საქართველოს ნატოში წევრობა პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს. ამ სათაურით წერილს პარლამენტის თავმჯდომარე ავრცელებს. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ ნატო, სამიტიდან სამიტამდე მხოლოდ იმეორებს დაპირებას წევრობის შესახებ. საქართველოს წევრობის საწინააღმდეგო არგუმენტებიდან კი ნატოში აღარაფერი დარჩა. პაპუაშვილისთვის სამწუხაროა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა - ერთ დროს ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერი - დღეს სკეპტიკოსად იქცა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორი ძალა საქართველოში ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებაში.
