გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარე უმასპინძლებს
გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოში სამ საათში ელოდებიან. კოლეგას შალვა პაპუაშვილი შეხვდება. გაკეთდება ერთობლივი განცხადებაც. შეხვედრები ასევე დაგეგმილია პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. მთავარი თემა კი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესია. ბერბელ ბასი საოკუპაციო ხაზთანაც ჩავა.
