გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმის შესახებ, ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელმა განცხადება გამოაქვეყნა
თეიმურაზ წიქვაძე საქმესთან დაკავშირებულ გარემოებებზე დეტალურად წერს. განცხადებაში ნათქვამია, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა შეცდომაში შეიყვანა ინვესტორი და მიითვისა მილიონობით დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა. საუბარია „მტკვარი ჰესის“ მშენებლობის პროცესში მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული დიდი ოდენობით თანხაზეც. რაც შეეხება საქმის ბაჩიაშვილის პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებას, თეიმურაზ წიქვაძე ამ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს.
