საქართველო 21-40 უელსი
სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მეხუთე ადგილისთვის ნახევარფინალში უელსელებთან 21-40 დამარცხდა. საქართველოს რაგბის კავშირის ინიციატივით- გულშემატკივარს მატჩის ყურება ორბელიანის მოედანზე მოწყობილ დიდ ეკრანზე შეეძლო. მეშვიდე ადგილისთვის ფინალში ქართველი მორაგბეების მეტოქე ახალი ზელანდიის ნაკრები იქნება. შეხვედრა პარასკევს 14 ივლისს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
