მზადება ვილნიუსის სამიტისთვის
ნატოს ვილნიუსის სამიტისთვის ლიეტუვის დედაქალაქში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს. მით უფრო, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოების შეხვედრა ბელარუსის საზღვრიდან 30 კილომეტრის მანძილზე გაიმართება. საზღვარზე გაზრდილია მესაზღვრეთა და პოლიციელთა რაოდენობა.
