ბაიდენის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში
ნატოს სამიტამდე ერთი დღით ადრე შეერთებული შტატების პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ლონდონში ჩავიდა. ჯო ბაიდენი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში მეფე ჩარლზ მესამესთან და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან გამართავს შეხვედრებს. გავრცელებული ინფრომაციით, ლიდერები ნატოს სამიტთან დაკავშირებულ თემებს განიხილავენ.
