ნატო-ს სამიტი
ნატოს ვილნიუსის სამიტის გახსნამდე ერთი დღით ადრე ნატოს გენერალური მდივნისა და ლიეტუვის პრეზიდენტის ერთობლივი განცხადება გაკეთდება. დღესვე ვილნიუსში დანიშნულია სამმხრივი შეხვედრა, ალიანსის გენმდივნის შუამავლობით, თურქეთის პრეზიდენტსა და შვედეთის პრემიერს შორის. ნატოს დღის წესრიგის მთავარი თემა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე არსებული უსაფრთხოების საკითხები და უკრაინის მხარდაჭერაა. სამიტს დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი. საქართველოდან კი საგარეო საქმეთა მინისტრი.
