ზელენსკის ულტიმატუმი
საქართველოს ელჩი უკრაინაში, რომელიც უკვე საქართველოში იმყოფება, კიევში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დეტალებს იხენებს. გიორგი ზაქარაშვილის განცხადებით, მას ბევრმა კოლეგამ უთხრა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. საგარეო უწყებაში ქართველი ელჩის არგუმენტები არ გაითვალისწინეს და როგორც ზაქარაშვილი ამბობს, ორიენტირებულები იყვენენ მხოლოდ ზელენსკის განკარგულების აღსრულებაზე.
