გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარე უმასპინძლებს
გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარე უმასპინძლებს. შალვა პაპუაშვილი კოლეგას დღის მეორე ნახევარში შეხვდება. გაკეთდება ერთობლივი განცხადება მედიისთვის. შეხვედრები ასევე დაგეგმილია პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. მთავარი თემა კი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესია. ბერბელ ბასი რუსეთის უკანონო ქმედებებს პირადად გაეცნობა საოკუპაციო ხაზთან.
