თბილისის ბალეტის ფესტივალი დასრულდა
თბილისის ბალეტის ფესტივალი დასრულდა. ფესტივალის ბოლო დღეს მაყურებელს წარუდგინეს, ერთ მოქმედებიანი ბალეტი „კარმინა ბურანა”. სპექტაკლის მსოფლიო პრემიერა გასულ წელს შედგა. ფესტივალმა რომელიც 28 ივნისს გაიხსნა მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავებს, უცხოეთის სხვადასხვა თეატრებში მოღვაწე ქართველ მოცეკვავეებსა და უკრაინის ნაციონალურ საბალეტო დასს უმასპინძლა. საფესტივალო პროგრამა არაერთ კლასიკურ თუ თანამედროვე საბალეტო სპექტაკლსა და გალაკონცერტს აერთიანებდა. დღევანდელი საბალეტო წარმოდგენით დასი მაყურებელს ახალ სეზონამდე დაემშვიდობა.
