„ჯარის ბანაკი“
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში საზაფხულო პროექტის „ჯარის ბანაკის“ ერთი როტაცია დასრულდა. ორშაბათიდან კი, „ჯარის ბანაკი“ ბავშვების ახალ ნაკადს უმასპინძლებს. წელს სერჟანტთა აკადემიაში მოწყობილი „ჯარის ბანაკი“ საერთო ჯამში ბავშვების 8 როტაციას მიიღებს და 18 აგვისტოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეზე, მომავალ წლამდე დაიხურება. აღნიშნულ როტაციაზე „ჯარის ბანაკს“ თბილისის, გორის, ვალეს, ახალციხისა და ახალქალაქის სკოლების მოსწავლეები სტუმრობდნენ.