ინგლისის ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია
ბათუმში, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი ინგლისის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა, რომელმაც ამ ასაკში კონტინენტის პირველობა ისტორიაში მესამედ, 1984 წლის შემდეგ, კი პირველად მოიგო. ლი კარსლის გუნდმა ესპანეთის ნაკრები დრამატულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ინგლისის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც 4 მატჩი ბათუმში ჩაატარა, ორი კი ქუთაისში, ექვსივე თამაში მოიგო, თანაც ისე, რომ გოლიც არ გაუშვია.
