პრემიერი ნიკოლ ფაშინიანთან ერთად საფეხბურთო მატჩს დაესწრო
ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან, შვილთან და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად ბათუმში უეფას 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაესწრო. პრემიერ-მინისტრთან ერთად სტადიონზე იმყოფებოდნენ საქართველოსა და სომხეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები.
