პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანი ბათუმის აეროპორტიდან გააცილა
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ნიკოლ ფაშინიანი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში.
