აზოვსტალის მცველები - მოსკოვის გამოხმაურება
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, შეთანხმებების პირობების თანახმად, აზოვსტალის მცველები თურქეთში კონფლიქტის დასრულებამდე უნდა დარჩენილიყვნენ. მათ უკრაინაში გადაყვანას, კი ხელშეკრულებების პირობების დარღვევა უწოდა. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი აცხადებს, აზოვსტალის მცველების უკრაინაში გადაყვანის შესახებ რუსეთს არავინ შეატყობინა და ტყვეების გადაცემის მიზეზი, სავარაუდოდ, უკრაინის კონტრშეტევის ჩავარდნას უკავშირდება.
